გაეცანით 2017 წლის ინტერიერის მოდურ ფერებს

0

წარმოგიდგენთ ფერებს, რომლებიც ტენდენციური იქნება ახალი, 2017 წლის ინტერიერის დიზაინში და არამხოლოდ…
მონაცრისფრო-ლურჯი
ეს ფერი გარემოს სიმყუდროვესა და კომფორტს შემატებს.

ფეირმონტული მწვანე
მწვანე ფერი ბუნებასთან ასოცირდება. ეს კი ჩვენს განწყობას ქმნის. ფეირმონტის მწვანე განსაკუთრებით ქმნის დამამშვიდებელ გარემოს.

ღია ლურჯი
ასეთი ლურჯი საუკეთესოდ ეხამება მუქ პასეტლის ფერებს.

ბაცი ცისფერი
ეს ფერი გარემოს აცოცხლებს და მხიარულ განწყობას ქმნის. ეხამება ისეთ ფერებს, როგორიც არის ღია ყავისფერი, ბეჟი, თეთრი და მუქი მწვანე.

ტროპიკული ფირუზი
ეს მდიდრული ფირუზისფერი სივრცეს განსხვავებულად წარმოაჩენს. ხაზს უსვამს მის დახვეწილობასა და მოდურობას.

ოკეანის ლურჯი
ასეთი ლურჯი უაღრესად დამამშვიდებელი, მომადუნებელი და მრავალმხრივია. ამ ფერის გამოყენება რეკომენდირებულია როგორც გაშლილ, ასევე პატარა სივრცეში.

ბადრიჯნისფერი
მუქი ბადრიჯნისფერი წლევანდელ მთავარ ფერად სახელდება. ასეთ მუქ ფერებს არა მხოლოდ სახლებში, არამედ გალერეებში, კაფეებსა და მუზეუმებშიც ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE