თანამედროვე მინიმალიზმი: 196 კვ.მ. ფართის ბინის ულამაზესი ინტერიერი

თუკი გეგმავთ, თქვენი სამოთახიანი ბინა ოთხოთახიანად გადააკეთოთ, ქვემოთ წარმოდგენილი პროექტი ძალიან დაგეხმარებათ.
ბინის გადაკეთების პროცესში, დიზაინერების წინაშე რამდენიმე ამოცანა იდგა. აუცილებელი იყო დამატებით ისეთი სივრცის გამოძებნა, რომელიც ჯერ უნდა გამოყენებულიყო კაბინეტის და მისაღების ფუნქციით, ხოლო შემდეგ მეორე საბავშვო ოთახად გადაკეთდებოდა. გარდა ამისა, საჭირო იყო სამრეცხაო და საგარდერობო ადგილის გამოყოფა და სველი წერტილების გაფართოება.

სამზარეულო ოთახის გადატანის შემდეგ, მის ნაცვლად ახალი ოთახი მოეწყო და სველი წერტილების გაზრდაც მოხერხდა.

გადაგეგმარების შედეგად, ბინის ფართი დაიყო ორ ნაწილად – საერთო და პირადი. სტუმრებისთვის განკუთვნილი საერთო ზონა მოიცავს სასტუმრო-სამზარეულოს, შესასვლელს, გარდერობს და სველ წერტილებს სტუმართათვის. პირად ზონაში კი განთავსდა საძინებელი სააბაზანოთი, საბავშვო ოთახი და კაბინეტი.

სტილი, რომელშიც შესრულებულია ბინა, არის ეკლექტიკური. მთელი ინტერიერი მშვიდ, ნათელ ფერებშია, რასაც ერწყმის ავეჯის ნაწილებისა და აქსესუარების სიმკვეთრე.

ყველა ოთახში განათების რამდენიმე წერტილია, რომელთაგანაც გამორჩეულია ერთი დიდი ჭაღი.

აქცენტური განათებები ხაზს უსვამს ინტერიერის მასალას და სკულპტურებს. საღამოს რბილი განათება ხორციელდება კედლის ბრებისა და ტორშერების მეშვეობით.

სამზარეულო გამოირჩევა მასალების კონტრასტული შერწყმით.

მის ყველაზე მკვეთრ აქცენტს დივანი წარმოადგენს, რომელიც ამ ოთახის ინტერიერის საწყისი წერტილია.

დივნის უკანა მხარეს სტელაჟში ჩამონტაჟებულია აკვარიუმი.

რაც შეეხება სველ წერტილებს, კედლები გაფორმებულია მარმარილოთი, ხოლო მეტალის ნივთებს ოქროსფერი შეფერილობა აქვს.

საწოლი დიზაინერებმა საძინებლის ცენტრში განათავსეს.

საძინებელი და სააბაზანო ოთახები გამოიყოფა შუშის კედლით, რომელსაც მოფარდაგებული კარი აქვს. სააბაზანოს სრულად დახურვა შესაძლებელია საძინებლის მხრიდან ფარდის ჩამოფარებით.

საბავშვო ოთახის კედლები და იატაკი ნეიტრალურ მონაცრისფრო-ყავისფერ ტონებშია. მკვეთრი ფერები ავეჯისა და აქსესუარების სახით შემოდის.

მისაღებ და საბავშვო ოთახში გამოყენებულია განსხვავებული მასალის იატაკის ფილები (ამერიკული კაკალი, იფანი, მუხა), დანარჩენ ნაწილში – მარმარილო.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ბინის გეგმა

კომენტარები

კომენტარი


CLOSE
CLOSE