ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს გაზისა და ელექტრო გამათბობლებზე

0

,,საგა’’-ს წარმომადგენელმა ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა გაზისა და ელექტრო გამათბობელზე და იმ კითხვებს გასცა პასუხი, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ისმევა.

,,საგას’’ ქსელში წარმოდგენილია ორი ტიპის ოთახის გამათბობლები – გაზზე მომუშავე, ეგრეთწოდებული კონვექტორები და ელექტრო გამათბობლები. გაზზე მომუშავე კონვექტორები ჩვენს მოსახლეობაში უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია. კომპანია ,,საგა’’ მომხმარებელს თავაზობს, რამდენიმე ბრენდის ოთახის გამათბობლებს, ესენია – ,,Longvie’’ ,,Karma’’ ,,Kord’’ ,,Akog’’ ,,Hosseven’’, და ,,Royal’’. მომხმარებელს აინტერესებს არის, თუ არა ბიუჯეტური მოცემული პროდუქცია და რა თანხაში შეუძლია შეიძინოს ის. ფასები იწყება 399 ლარიდან და მერყეობს 670 ლარამდე. ეს მოწყობილობები არის სრულიად უსაფრთხო, რადგან დახურული წვის კამერით არის და შიდა ჟანგბადს არ მოიხმარს. მისი დამონტაჟება ნებისმიერ ფართშია შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა სიმძლავრე საკმარისია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა სიმძლავრის გამათბობელი, რამდენ კვადრატულ მეტრს მოერევა და გაათბობს. არსებობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ათ და თერთმეტ კილოვატიანი გამათბობლები. სტანდარტულ პირობებში ერთი კილოვატი ათბობს 10 კვადრატულ მეტრს. აქედან გამომდინარე 5 კილოვატი – 50 კვადრატულ მეტრს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სტანდარტულ პირობებში არ იგულისხმება – კუთხის ბინა, პირველი და ბოლო სართული, მიწის ქვეშ მდებარე საცხოვრებელი, ვიტრაჟიანი ბინები, ისეთი საცხოვრებლები, რომლებსაც დიდი თბოდანაკარგი აქვთ.

რაც შეეხება ელექტრო გამათბობლებს, საგაში წარმოდგენილია ვიზუალურად ლამაზი და ნებისმიერ დიზაინს მორგებული ფრანგული ბრენდის, ,,ატლანტიკის’’ გამათბობლები. ელექტრო გამათბობლების, როგორც დადგმა, ასევე კედელზე დაკიდებაა შესაძლებელი. ,,საგა’’-ში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ბორბლებიანი გამათბობლები. ასეთი მოწყობილობები ძალიან მოსახერხებელია, რადგან მათი მარტივად გადაადგილებაა შესაძლებელი. ის საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია. მისი ფასი 119 ლარიდან იწყება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეძენა. აღსანიშნავია, რომ ის იმდენად უსაფრთხოა, რომ ხშირად მას ბავშვის ოთახში ათავსებენ. ,საგა’’-ში წარმოდგენილი გამათბობლები არ აშრობენ ჰაერს, ის არის მშრალი კერამიკული ტენით და შესაძლებელია მისი აბაზანაშიც უპრობლემოდ განთავსება. ეკონომიურობის თვალსაზრისით, მისი ჩართვა-გამორთვა და თავიდან ახალი ძალისხმევით ოთახისა და კედლების გათბობა ხარჯს უფრო ზრდის და ის მოსაზრება, რომ ღამით გამათბობლის გამორთვა ეკონომიურია-არასწორია. ამიტომ, ,,საგას’’ წარმომადგენლები გვირჩევენ, რომ გამათბობლები იშვიათად გამოვრთოდ და ისინი თავად გააკონტროლებენ ენერგიის სწორად და ეკონომიურად მოხმარებას.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE