კომპანია ,,საგას’’ წარმატებული პროექტები

0

მსოფლიოში მრავალი ორგანიზაცია და კომპანია არსებობს, რომლის სახელსაც, არა მარტო პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით აფასებენ, არამედ ასევე იმით, თუ რომელ ცნობილ ბრენდთან, კომპანიასთან თუ დაწესებულებასთან აქვს ურთიერთობა და ვინ უწევს მას პარტნიორობას. ისეთი კომპანიისათვის, როგორიცაა ,,საგა’’ დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ოჯახისა და მომხმარებლის ნდობას. იგი აყალიბებს გრძელვადიან, სანდო, თანამედროვე მომსახურეობის სტანდარტების შესაბამის ურთიერთობებს, როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე საბოლოო მომხმარებლებთან. იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჯერ არ ქონიათ ამ კომპანიასთან ურთიერთობა, მის უკეთესად გასაცნობად შეგვიძლია მის მიერ განხორციელებული პროექტები განვიხილოთ.

,,საგამ’’ ბოლო წლების განმავლობაში ბევრ მსხვილ და ცნობილ კომპანიას გაუწია მომსახურება. ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის ქვაბები და აქსესუარები, ელექტრო და ბუნებრივ აირზე მომუშავე წყალგამაცხელებლები, კონდიცირება, ვენტილაცია, წყლის ტექნოლოგიები, ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომლითაც საქართველოში არა ერთმა ბანკმა, კლინიკამ, სავაჭრო ცენტრმა, კაზინომ, სასტუმრომ, ადმინისტრაციულმა შენობამ და ტელეკომპანიამ ისარგებლეს. ეს ის დაწესებულებებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობენ. სასტუმროები ,,კოპალა’’, ,,ციტრუსი’’, ,, ძველი ტიფლისი’’, ,,ოაზისი’’, მაღაზიათა ქსელი ,,კოტონი’’, ატელიე ,,ANOUKI’’, კაზინო ,,ასტორია პალასი’’, სამაუწყებლო კომპანია ,,მაესტრო’’, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისის N177 ბაგა-ბაღი, კლინიკა ,, ინოვა’’, კლინიკა ,,დერმა’’, ასევე ,,ISBANK Georgia’’, სწორედ ამ კომპანიებს გაუწია თანამშრომლობა ,,საგამ’’ და წარმატებით განახორციელა დაგეგმილი პროექტები. ,,საგას’’ მიზანია, მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული გარემო, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის პროდუქციით და რაც მთავარია მაღალხარისხიანი სერვისით. მის მიერ განხორციელებული პროექტები კი უდაოდ ამტკიცებს, რომ ,,საგამ’’ დიდი ნდობა მოიპოვა ქართულ საზოგადოებაში და თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და სანდო კომპანიამ საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE