როგორც ვაქციოთ აივანი კომფორტის ზონად – შთამბეჭდავი ვარიანტები

0

ჩვეულებრივ, აივანს ცალკე ოთახად არ განიხილავენ და საუკეთესო შემთხვევაში სახლის გარეთ არსებული ხედის დათვალიერებისთვის იყენებენ, ხოლო უარესში – უსარგებლო ნივთების საწყობად. მცირეოდენი ფანტაზიის ჩართვის შედეგად კი, ნებისმიერი აივანი შეიძლება იქცეს შესანიშნავ დასასვენებელ ადგილად. თუ როგორ, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით, შთამბეჭდავ მაგალითებთან ერთად გიამბობთ:
1. ბარის თარო
თუკი ხედთან დაკავშირებით გაგიმართლათ, შეგიძლიათ დახურული აივნის ფანჯრების ქვეშ ბარის თარო მოაწყოთ. განსაკუთრებით მოსახერხებელია ეს ვარიანტი სამზარეულოსთან მდებარე აივანზე. იქვე შეგიძლიათ მოათავსოთ ღვინის ბოთლების შესანახი კარადაც.


2. ჰამაკი
მედიტაციური განტვირთვის მოყვარულთათვის საუკეთესო ვარიანტია ჰამაკი აივანზე. ჰამაკი ორგვარია: კარკასული და დასაკიდი. ეს უკანასკნელი ნაკლებ ადგილს იკავებს, თუმცა პირველი უფრო მოსახერხებელია, რადგან საკუთარი დამჭერები აქვს და კედლების გახვრეტა საჭირო არაა, თუმცა არსებობს კომპრომისული ვარიანტიც – საქმე ეხება სავარძელ-ჰამაკს, რომელიც მცირე ადგილს იკავებს და ამავდროულად, სრულებით უსაფრთხოა.


3. ყურძენი და სხვა მცენარეები
ზოგჯერ, აივნის გავლით სახლში ზედმეტი სითბო და სინათლე შედის. ამ შემთხვევაში გამოსავალს ვაზის ტალავერი, სურო ან ქოთნის მცენარეები წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მსგავსი მცენარეების მოშენება დროს მოითხოვს, თუმცა ეფექტური მეთოდია როგორც შემინული, ასევე ღია აივნის შემხთვევაში. მწვანე ფარდა სიგრილეს და ჩრდილს ქმნის.


4. რბილი სკამები და წიგნები
შემოდგომაზე ძალიან სასიამოვნოა აივანზე – წიგნი, ცხელი ჩაი და წვიმის წვეთების ხმა. კიდევ უფრო მომნუსხველია, თუკი ზიხართ რბილ საკმზე ან ბალიშებზე, ხოლო კედელთან წიგნების კარადა დგას. ამ ყველაფრის მოწყობა საკუთარ აივანზე მარტივად შეგიძლიათ.


5. კაბინეტი
საიდუმლოს არავისთვისაა, რომ საუკეთესო სამსახურს ანაზღაურებადი ჰობი წარმოადგენს. თუკი გაგიმართლათ და დასვენებისთვის დრო გაქვთ, დაკავდით საყვარელი საქმიანობით აივანზე, სადაც მეტი სინათლე და სუფთა ჰაერია – ეს შესანიშნავი შერწყმაა სამუშაო პროცესთან. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ღია აივნის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაიცვათ ტექნიკა წვიმისგან.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE