როგორ უნდა გააფორმოთ ოთახი, სადაც არაა ფანჯარა

0

წარმოგიდგენთ რამდენიმე დიზაინერულ მაგალითს, თუ როგორ შექმნათ კომფორტის შთაბეჭდილება ყველაზე პატარა უფანჯრო ოთახშიც კი.
1. სარკეები
1
ყველაზე კარგი საშუალება იმისა, რომ შექმნათ ოთახში ფანჯრის არსებობის ილუზია – ჩამოკიდეთ კედელზე დიდი სარკე. სარკეები არა მარტო ასახავენ შუქს და გაზრდიან მის რაოდენობას, არამედ ბიზუალურად აფართოებენ ოთახის კიდეებს.
2. თეთრი კედლები
2
თეთრი, ან ფერმკრთალი ცისფერი კედლები დაგეხმარებათ, შექმნათ ბუნებრივი განათების იმიტაცია. ასევე, ერთი ფერის არჩევა კედლებისთვისა და ჭერისთვის ვიზუალურად წაშლის ოთახის საზღვრებს.
3. ფრანგული კარები
3
ფრანგული კარი შუშით შემატებს სივრცეს სინათლეს მეზობელი ოთახიდან.
4. დამალული განათება
4
დამალული განათება ოთახში, რაღაც მხრივ, ახდენს სინათლის იმიტაციას. ეცადეთ, განათავსოთ განათება ავეჯის უკან, ან მის ქვეშ, რათა უფრო იდუმალი გახადოთ.
5
ხოლო თუ ფანჯრები არაა სამზარეულოში, არ დაგავიწყდეთ კარადების ჩაშენებული განათება.
5. “ხელოვნური” ფანჯრები
6
კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილებაა, გააკეთოთ ფანჯარა 2 ოთახს შორის, განსაკუთრებით – თუ მეორეში არსებობს ბუნებრივი განათება.
7
არაა აუცილებელი, ფანჯარა ძალიან დიდი იყოს – ზოგ შემთხვევაში, საკმარისია ე.წ. ფრამუგა, მაგალითად – კარზე (კარგი გადაწყვეტილებაა აბაზანისთვის).
ორმაგი ეფექტის მიღწევაში კი, დაგეხმარებათ ფრამუგა სარკეზე – სხივები მოხვდება ოთახში და დამატებით აისახება სარკიდან, რაც გაზრდის სივრცის ბუნებრივ განათებას.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE