ძვირფასი სასტუმროების დიზაინიდან “მოპარული” 10 იდეა ინტერიერისთვის

0

1. ქსოვილი კედლებზე.
კედლის შეღებვა ან შპალერით დაფარვა ძალიან გავრცელებული მეთოდია, თუმცა თუ მათ ნაცვლად ქსოვილს გამოვიყენებთ, მივიღებთ გაცილებით მყუდრო და თბილ გარემოს.

2. მიმზიდველი სკამები.
სკამებზე რბილი ნაჭრის ან ტყავის დაფენით არა მხოლოდ მეტად კომფორტულს ვხდით მათ, არამედ განსაკუთრებულ სტილს ვანიჭებთ.

3. ბუნება სახლში.
სუფთა ჰაერზე, ბუნებაში სეირნობა დილის საუკეთესო დასაწყისია. გამოვიყენოთ ჩიტების, ხეებისა თუ სხვა დეტალების პრინტები საძინებელში. ასე შევძლებთ ოთახსა და ბუნებას შორის კავშირის დამყარებას.

4. მუქი ფერები.
თუ ოთახში ცვლილება გვინდა, ყველაზე იაფი და მარტივი გზა მისი შეღებვაა. განსაკუთრებით – მუქი ფერებით, მუქი ლურჯი, მწვანე ან ნაცრისფერი. საძინებელში მუქი ფერი მეტ სიმყუდროვეს გვპირდება.

5. კომფორტული სავარძლები.
თუ სასადილო სივრცეს კომფორტული და თან ლამაზი სავარძლებით მოვაწყობთ, მისი წარმატება ნათელი გახდება.

6. გავხადოთ აბაზანა მეტად მიმზიდველი.
რა მოხდება თუ აბაზანაში შეუსაბამო ნივთებს გამოვიყენებთ? მაგალითად ძველებურ ჭაღს, ან ხავერდის ფარდებს? – მას მეტად საინტერესოდ ვაქცევთ. ნუ შეგვეშინდება სხვა ოთახების ნივთების გამოყენება.

7. მუქ ფერებში გადაწყვეტილი ჰოლი.

8. ყურადღებით შევარჩიოთ ფილები.
ფილების საშუალებით შეგვიძლია ხელოვნების ნიმუშის შექმნა. თემატური ფილები განასხვავებს სტილსა და სათქმელს.

9. გამოვაცოცხლოთ იტაკი.
ხის იატაკი გარემოს უკეთეს ელფერს აძლევს, განსაკუთრებით კი გრაფიკული ფორმების გამოყენებით. მაგალითად პარკეტი, რომელიც სამკუთხედს ქმნის.
10. მუქი კარები.

მოამზადა – მაგდა ცხადაძემ

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE