როგორ შევარჩიოთ წყლის გამაცხელებელი?

რადგან ცხელი წყლის სტაბილურად მიწოდება ყველა ოჯახისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, ადამიანები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ სანდო მოწყობილობას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საიმედო იქნება და უზრუნველყოფს ოჯახების სიმშვიდესა და კომფორტს.

,,საგას’’ ქსელში წარმოდგენილია წყლის გამაცხელებლის ორი სახეობა. ერთი, რომელიც მოიხმარს ბუნებრივ აირს და მეორე, რომელიც მოიხმარს ელექტრო ენერგიას. არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ ისეთ ცნობილ ბრენდებს შორის, როგორებიცაა იტალიური ,,არისტონი’’ და ფრანგული ,,ატლანტიკი’’. ეს პროდუქცია გახლავთ- პირველი, მოცულობითი ავზიანი წყლის გამაცხელებელი, რომელიც მოსახლეობაში ცნობილია ეგრეთწოდებული ბაკების სახელწოდებით, ხოლო მეორე- გაზზე მომუშავე დახურულკამერიანი გამაცხელებელი, რომელიც ცნობილია ეგრეთწოდებული კალონკის სახელით. ,,ბაკი’’ ეს არის მოწყობილობა, რომელიც რეზერვუარის ტიპისაა და მისი ფუნქცია შეიძლება იყოს, როგორც საყოფაცხოვრებლო ასევე სამრეწველო და ნახევრად სამრეწველო. ეს რეზერვუარი ცხელ წყალს ორ წერტილში გვაძლევს- სამზარეულოსა და აბაზანაში. ,,საგაში’’ წყლის გამაცხელებლის ასორტიმენტი ამით არ მთავრდება, კომპანია თავის მომხმარებელს ისეთი ცნობილი ბრენდის პროდუქციას თავაზობს, როგორიც არის- ,,ვივა’’, რომელიც ცნობილია თავისი უსაფრთხო პროდუქციითა და ევროპის ხარისხის სტანდარტების დაცვით. როგორც სხვა გამათბობლების შემთხვევაში, წყლის გამაცხელებლებზეც მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ მონტაჟი უსაფრთხოების მთავარი წინა პირობაა. არაპროფესიონალის მიერ დაყენებული მოწყობილობა შეიძლება დროზე ადრე გამოვიდეს მწყობრიდან და საფრთხე შეუქმნას ოჯახში მყოფ პირებს. უსაფრთხოების სარქველის გამოუყენებლობამ შეიძლება ბაკის გახეთქვა გამოიწვიოს, რაც სწორედ მონტაჟის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.

კომპანია ,,საგამ’’ პროდუქციის ღირებულების რამდენიმე არჩევანი შემოგვთავაზა. ფასები 225 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. ,,საგაში’’ არამარტო ღირებულების არამედ ლიტრაჟობის და კილოვატობის დიდი ასორტიმენტიცაა წარმოდგენილი. ელექტრო მოწყობილობებზე მომხმარებელს ერთ წლიან გარანტიას თავაზობენ, ხოლო რეზერვუარზე ხუთ წლიანს.

კომენტარები

კომენტარი


CLOSE
CLOSE