2017 წლის მოდური ტენდენციები სახლის დიზაინში

0

წარმოგიდგენთ სახლის დიზაინის ტენდენციებს, რომლებიც აქტუალური იქნება ახალი, 2017 წლისთვის.
მარმარილოს შპალერი

მუქი ლურჯი ინტერიერი
დავივიწყოთ მხოლოდ თეთრი ფერის გამოყენება. ინტერიერში მუქი ლურჯის გამოყენებით გარემოს თანამედროვე ეფექტს შესძენთ.

ოთახის მცენარეები
გარემოს გასაახლებლად სულაც არ არის ახალი ავეჯის შეძენა საჭირო. ხანდახან ახალი მცენარე სრულიად საკმარისია. მომავალი წლისთვის, ინტერიერის დიზაინში ხვიარა მცენარეები ძალიან ტენდენციურია.

სპილენძი
როგორც ყოველთვის, მეტალი კვლავ აქტუალურია. თუმცა სპილენძი, როგორც ჩანს, ნამდვილად 2017 წლის ტრენდი იქნება.

ხის ფილები

აკრილის დეკორი
2017 წელს უმჯობესია მინიმალიზმი ყველაფერში გამოვიყენოთ. გამჭვირვალე ჩარჩოებიდან დაწყებული – მაგიდების ჩათვლით.

მოამზადა – მაგდა ცხადაძემ

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE